პროექტი,,ფუტკარი და მოსწავლეები"
суббота, 30 октября 2010 г.
- .პროექტის სახელი: ფუტკარი და მოსწავლეები.
- პროექტის მოკლე აღწერა: .პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ფუტკარს, მის პროდუქტებს და პარალელს გაავლებენ სხვა საგნობრი ჯგუფებთან.
- პროქტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ფუტკრის წარმოშობის ისტორიას. მის ჯიშებს. გამოიკვლევენ საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს, რა სტერეოტიპები არსებობს ფუტკართან დაკავშრებით, გამოიკვლევენ რომელი მცენარეები უწყობს ხელს მის პროდუქტიულობის ზრდას,შეისწავლიან მისი პროდუქტების დადებით და უარყოფით თვისებებს, რომელ ქვეყნებშია პოპულარული მეფუტკრეობა, შეისწავლიან რა ადგილი უკავია მის პროდუქტებს ხალხურ მედიცინაში. შეისწავლიან გავრცელებულ დაავადებებს და მასთან ბრძოლის ხერხებს.
- მონაწილეთა ასაკი: 13–15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, კედლის გაზეთის გამოშვება, დისკუსიის მოწყობა,პრეზენტაცია,ფოტო ალბომების შექმნა.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფუტკრის პროდუქტების პოპულარიზაცია,დაინტერესება საოცარი მწერით
- სარგებელი სხვებისათვის: მეფუტკრეობის სურვილის გაღვივება,მისი სარგებლობის ცნობიერების ამაღლება.
- სამუშაო ენა: ქართული:
- საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ხელოვნება,ისტორია,გეოგრაფია
- პროექტის ფასილიტატორი: მაია ბერუაშვილი
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maiaberuashvili@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)